понедельник, 18 ноября 2019 г.

გაკვეთილის გეგმა ისტ - ში 6 კლასი

გაკვეთილის მთავარი თემა
ინტერნეტი
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხურიმე-6 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ინტერნეტის შესაძლებლობების გაცნობასხვადასხვა ბრაუზერში მუშობაინფორმაციის ძიებისშეგროვებისსინთეზისა და ანალიზის უნარ-ჩვევების გაცნობა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V .1.  ის ტექნ. V .3. ის ტექნ. VI.4.
იყენებს გავრცელებული საძებო სისტემების შესაძლებლობებსაფასებს ინფორმაციის სანდოობის შესახებკრიტიკულად აფასებს მონაცემებს გამოყენებისადეკვატურობის და აკურატულობის თვალსაზრისითიყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეებისინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად.
წინასწარი ცოდნა
აქვთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობის გამოცდილება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების სქემის საშუალებითგანმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერებისხვადასხვა ბრაუზერების საინსტალაციო პროგრამებიინტერნეტისლაიდ-შოუ.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
ფაზა - (10 წთ.) მასწავლებელი გამოწვევას აკეთებს სლაიდ-შოუსდახმარებითრომელიც აგებულია სხვადასხვა ბრაუზერების ლოგოებით და მათი ფანჯრის შიგთავსი სურათებით.
B ფაზა - (28 წთ.) მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნით ინტერნეტის დანიშნულებასმისი შექმნის ისტორიასგანიხილავს სხვადასხვა ბრაუზერებს და მათი მუშაობის პრინციპებსასწავლით ინფორმაციის მოძიების ხერხებს.
შემდეგ ჰყოფთ მათ ჯგუფებად და აძლევთ დავალებას მოიძიონ საქართველოს კუთხეებიმათი გერბებიფართობებიმათი დამახასიათებელი სურათები.
C ფაზა - (5 წთ.) შეჯამებაკიდევ ერთხელ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებსმოსწავლეებს აძლევთ საშუალებას შეაფასონ ერთმანეთი და საკუთარი თავი.

gakvetilis gegma

გაკვეთილის გეგმები ისტ-ში
გაკვეთილის მთავარი თემა
დოკუმენტის შენახვა.
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხურიმე-5 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
6 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად გაეცნობიან პროგრამა  WordPad-ში დოკუმენტის შენახვის პრინციპებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V .1.
·  გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებასმათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
ის ტექ. V .4.
·  მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან  კლავიატურაზე მუშაობაპროგრამა  WordPad-ში  ასოების აკრეფის თავისებურებები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით .
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოკომპიუტერებიპროექტორიპროგრამა  WordPad, დამატებითი ლიტერატურაინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)
ფაზა - (5 წთ.)
მასწავლებელი გამოწვევის მიზნით აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ-შოუს , რომელიც შემდეგი შინაარსისააწიგნი ინახება კარადაშინაყინი - სანაყინეშიპროდუქტი - მაცივარშიწამალი - აფთიაქშიხოლო დოკუმენტები - დისკებზეამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვასიმისათვისრომ არ გაფუჭდეს პროდუქტიწამალირომ არ დადნეს ნაყინირომ არ დაზიანდეს წიგნირა არის საჭირო ამისათვისბავშვები მიდიან დასკვნამდერომ ამ ყველაფერს უნდა შენახვაშემდეგ მასწავლებელი უხსნით ბავშვებსრომ ასევეა ის დოკუმენტებიცრომლებსაც ადამიანები კომპიუტერში ამუშავებენსაჭიროა მათი შენახვაშემდგომი გამოყენებისათვის და სარგებლობისათვის.
ფაზა - (25 წთ.)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეარჩიონ ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის სახელმძღვანელოდან სასურველი ტექსტების ნაწყვეტებიასევე იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებსმოსწავლემ თავისი ნამუშევარი სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა შეინახოს.
ფაზა - (3 წთ.)  მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახდენს გაკვეთილის შეჯამებას და აკეთებს შეფასებასაძლევთ დავალებას შექმნან სასურველი შინაარსის დოკუმენტი  WordPad-შიდაარქვან სახელი  და შეინახონ ფლეშ მეხსიერებაზე.