გაკვეთილის გეგმები ისტ-ში
გაკვეთილის მთავარი თემა
|
დოკუმენტის შენახვა.
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
6 მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად გაეცნობიან პროგრამა WordPad-ში დოკუმენტის შენახვის პრინციპებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ის ტექნ. V .1.
· გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
ის ტექ. V .4.
· მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან კლავიატურაზე მუშაობა, პროგრამა WordPad-ში ასოების აკრეფის თავისებურებები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი, პროგრამა WordPad, დამატებითი ლიტერატურა, ინტერნეტი.
|
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)
A ფაზა - (5 წთ.)
მასწავლებელი გამოწვევის მიზნით აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ-შოუს , რომელიც შემდეგი შინაარსისაა: წიგნი ინახება კარადაში, ნაყინი - სანაყინეში, პროდუქტი - მაცივარში, წამალი - აფთიაქში, ხოლო დოკუმენტები - დისკებზე. ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას, იმისათვის, რომ არ გაფუჭდეს პროდუქტი, წამალი, რომ არ დადნეს ნაყინი, რომ არ დაზიანდეს წიგნი, რა არის საჭირო ამისათვის? ბავშვები მიდიან დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერს უნდა შენახვა. შემდეგ მასწავლებელი უხსნით ბავშვებს, რომ ასევეა ის დოკუმენტებიც, რომლებსაც ადამიანები კომპიუტერში ამუშავებენ, საჭიროა მათი შენახვა, შემდგომი გამოყენებისათვის და სარგებლობისათვის.
B ფაზა - (25 წთ.)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეარჩიონ ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის სახელმძღვანელოდან სასურველი ტექსტების ნაწყვეტები, ასევე იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს. მოსწავლემ თავისი ნამუშევარი სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა შეინახოს.
C ფაზა - (3 წთ.) მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახდენს გაკვეთილის შეჯამებას და აკეთებს შეფასებას. აძლევთ დავალებას შექმნან სასურველი შინაარსის დოკუმენტი WordPad-ში, დაარქვან სახელი და შეინახონ ფლეშ მეხსიერებაზე.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий