გაკვეთილის მთავარი თემა
|
ინტერნეტი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, მე-6 კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ინტერნეტის შესაძლებლობების გაცნობა, სხვადასხვა ბრაუზერში მუშობა, ინფორმაციის ძიების, შეგროვების, სინთეზისა და ანალიზის უნარ-ჩვევების გაცნობა.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ის ტექნ. V .1. ის ტექნ. V .3. ის ტექნ.
VI.4.
იყენებს გავრცელებული საძებო სისტემების შესაძლებლობებს, აფასებს ინფორმაციის სანდოობის შესახებ. კრიტიკულად აფასებს მონაცემებს გამოყენების, ადეკვატურობის და აკურატულობის თვალსაზრისით. იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად.
|
წინასწარი ცოდნა
|
აქვთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობის გამოცდილება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერები, სხვადასხვა ბრაუზერების საინსტალაციო პროგრამები, ინტერნეტი, სლაიდ-შოუ.
|
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
A ფაზა - (10 წთ.) მასწავლებელი გამოწვევას აკეთებს სლაიდ-შოუსდახმარებით, რომელიც აგებულია სხვადასხვა ბრაუზერების ლოგოებით და მათი ფანჯრის შიგთავსი სურათებით.
B ფაზა - (28 წთ.) მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნით ინტერნეტის დანიშნულებას, მისი შექმნის ისტორიას, განიხილავს სხვადასხვა ბრაუზერებს და მათი მუშაობის პრინციპებს. ასწავლით ინფორმაციის მოძიების ხერხებს.
შემდეგ ჰყოფთ მათ ჯგუფებად და აძლევთ დავალებას მოიძიონ საქართველოს კუთხეები, მათი გერბები, ფართობები, მათი დამახასიათებელი სურათები.
C ფაზა - (5 წთ.) შეჯამება. კიდევ ერთხელ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს, მოსწავლეებს აძლევთ საშუალებას შეაფასონ ერთმანეთი და საკუთარი თავი.
|
понедельник, 18 ноября 2019 г.
გაკვეთილის გეგმა ისტ - ში 6 კლასი
gakvetilis gegma
გაკვეთილის გეგმები ისტ-ში
გაკვეთილის მთავარი თემა
|
დოკუმენტის შენახვა.
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
6 მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად გაეცნობიან პროგრამა WordPad-ში დოკუმენტის შენახვის პრინციპებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ის ტექნ. V .1.
· გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
ის ტექ. V .4.
· მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან კლავიატურაზე მუშაობა, პროგრამა WordPad-ში ასოების აკრეფის თავისებურებები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი, პროგრამა WordPad, დამატებითი ლიტერატურა, ინტერნეტი.
|
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)
A ფაზა - (5 წთ.)
მასწავლებელი გამოწვევის მიზნით აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ-შოუს , რომელიც შემდეგი შინაარსისაა: წიგნი ინახება კარადაში, ნაყინი - სანაყინეში, პროდუქტი - მაცივარში, წამალი - აფთიაქში, ხოლო დოკუმენტები - დისკებზე. ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას, იმისათვის, რომ არ გაფუჭდეს პროდუქტი, წამალი, რომ არ დადნეს ნაყინი, რომ არ დაზიანდეს წიგნი, რა არის საჭირო ამისათვის? ბავშვები მიდიან დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერს უნდა შენახვა. შემდეგ მასწავლებელი უხსნით ბავშვებს, რომ ასევეა ის დოკუმენტებიც, რომლებსაც ადამიანები კომპიუტერში ამუშავებენ, საჭიროა მათი შენახვა, შემდგომი გამოყენებისათვის და სარგებლობისათვის.
B ფაზა - (25 წთ.)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეარჩიონ ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის სახელმძღვანელოდან სასურველი ტექსტების ნაწყვეტები, ასევე იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს. მოსწავლემ თავისი ნამუშევარი სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა შეინახოს.
C ფაზა - (3 წთ.) მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახდენს გაკვეთილის შეჯამებას და აკეთებს შეფასებას. აძლევთ დავალებას შექმნან სასურველი შინაარსის დოკუმენტი WordPad-ში, დაარქვან სახელი და შეინახონ ფლეშ მეხსიერებაზე.
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)